თვითრეფლექსია
მოსწავლეებთან
ურთიერთობისას ვითვალისწინებ მათ სასწავლო, ემოციურ და სოციალურ პრობლემებს. ზედმეტად
არასოდეს ჩავეძიები. რეზიკო წარჩინებული მოსწავლე იყო, მაგრამ ოჯახური პრობლემების
გამო სწავლას ჩამორჩა. ბებიამ რამდენჯერმე
დასაჯა. მას ავუხსენი, რომ რეზიკოს მდგომარეობა ძალიან მაწუხებდა და დასჯა გამოსავალი
არ იყო. მშობლებთან თანამშრომლობის შემდეგ რეზიკოს აკადემიური მოსწრება გამოსწორდა.
ვცდილობ,
სასკოლო საქმიანობაში ყველა მოსწავლე ჩავრთო, ვქმნი მათთვის შესაბამის გარემოს, ვაძლევ
საშუალებას იზრუნონ ერთმანეთზე. მაგ.ცაცს დაჩი დიდხანს უნდება წერას, თავს უხერხულად
გრძნობს, როცა კედელთან ახლოს ან ვინმესთან მარჯვნივ ზის, ამიტომ დავსვი რუსუდანთან,
რომელიც ეხმარება მას, რადგან დაჩი გონებაგაფანტულიცაა. საბას სწავლა უჭირს, ოთიკო
კი ეხმარება და ზრუნავს მასზე.
კომუნიკაციის
დროს ყურადღებით ვუსმენ მოსწავლეებს, ვუსვამ დამაზუსტებელ და ისეთ შეკითხვებს, რომლებიც
ალტერნატიულ პასუხებს საჭიროებს, ვაძლევ საშუალებას თავადაც დასვან კითხვები. ვიყენებ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებს. ვაკონტროლებ
ჩემს სიტყვებს, ჟესტებსა და მიმიკას, მოსმენის დროს ვაკვირდები მოსწავლის არავერბალურ
მანიშნებლებს, რათა უკეთ გავაანალიზო მათი ნათქვამი. ინდივიდუალურად ,დიფერენცირებულად და შემოქმედებითად
ვუდგები თითოეულ მოსწავლეს, ვითვალისწინებ
მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ვცდილობ სწავლის მოტივაციის ამაღლებას. გამოვხატავ მოსწავლეთა განსხვავერბული აზრის მიმართ
პატივისცემას, მაქვს ხშირი მხედველობითი კონტაქტი თითოეულ მათგანთან, არ გამოვხატავ
უარყოფით რეაქციებს მცდარი პასუხების დროს, გულისხმიერებით ვეკიდები თითოეულის განცდებს, ემოციებს
, ყველა მოსწავლეს თანაბრად ვუზიარებ სითბოსა და სიყვარულს. არ მყავს ფავორიტები. მაქვს
მოსწავლეების შესაძლებლობების რწმენა და მაღალი
მოლოდინი.
Комментариев нет:
Отправить комментарий