ტრენინგების ანგარიშები

                       ტრენინგების ანგარიშები
 2003-2004წწ     -  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  სამინისტროს  მიერ  სკოლის ბაზაზე  ჩატარებული მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების სატრენინგო პროგრამის  Ι-ΙΙ ეტაპი (Ι ეტაპი-სწავლებისა და   სწავლის ახალი მიდგომები  და ΙΙ ეტაპი-საგანმანათლებლო რესურსების   ეფექტიანი გამოყენება).
 2010წ.      - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული     ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“.  
2014წ.  -გრძელვადიანი სასწავლო კურსი განათლების დაწყებითი საფეხურის  მასწავლებლებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (1-6კლასი -  Ι მოდული, 19-25მაისი).
                                   Ι  დღე-20 მაისი
ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პერიოდები. ფონეტიკა. მორფოლოგია. არსებითი სახელი. ზედსართავი სახელი. რიცხვითი სახელი.
                               ΙΙ დღე-21 მაისი
 ნაცვალსახელი. ზმნა. ზმნიზედა. ზმნისწინი. სინტაქსი. წინადადების წევრები. შემასმენელი ქვემდებარე.
                              ΙΙΙ დღე-22 მაისი
.დამატება. გარემოება . განსაზღვრება.  წინადადების ტიპები აგებულების მიხედვით. შერწყმული წინადადება. ერთგვარი წევრები.
                               ΙV  დღე-23 მაისი
რთული წინადადება. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები. პუნქტუაცია. ირდაპირი და ირიბი ნათქვამი.
                                V დღე- 24 მაისი
სტილისტიკა. ანტონიმები, პარონიმები, ისტორიზმები, არქაიზმები, ნეოლოგიზმები და მათი სტილისტური ფუნქცია.
                                    VΙ დღე- 25 მაისი
 ლიტერატურის მცოდნეობა. როგორ დავწეროთ ესესტატიების შეჯამება.

  -ტრენინგი დაწყებითი კლასების მასწავლებელთათვის (ΙΙ მოდული-კითხვისა   და წერის სტრატეგიები- 05.05- 08.06)
                          Ι დღე-05 ივნისი
ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტი (Ι-VΙკლასები). კითხვის  დაბალანსებული სწავლების მეთოდები.  კითხვის სწავლება საწყის ეტაპზე.
                      ΙΙ დღე-06 ივნისი
წერა. წერის მოდელები. წერის მეთოდები.
                    ΙΙΙ დღე-07 ივნისი
გაკვეთილის გეგმა.  პორტფოლიო.
                               ΙV  დღე-08 ივნისი
ლიტერატურული ტექსტის მხატვრული ანალიზი. ლიტერატურული გვარები და ჟანრები.

    - ქართული ენისა და ლიტერატურის კურსი განათლების დაწყებითი საფეხურის    (Ι-ΙV და Ι-VΙ) კლასების მასწავლებელთათვის-(ΙΙΙ მოდული-რეკომენდაციები არგუმენტირებული და ანალიტიკური ესეს დაწერისათვის -13-14 ივნისი)
                                  Ι  დღე-13 ივნისი
არგუმენტირებული ესე.
                               ΙΙ დღე- 14 ივნისი
ანალიტიკური  რეფერატი.

 - ტრენინგი- დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის.  18-23 ივნისი
                            Ι დღე-18 ივნისი
-დღევანდელ დღეს გავეცანით დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიულ  სტანდატრს და გავაცნობიერეთ, რატომ უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის კომპეტენცია სტანდარტის მოთხოვნებს.
- გავააანალიზეთ,  თუ რა უნარებს ავითარებს დაწყებით  საფეხურზე ძირითადი  აკადემიური საგნები.
- საჭირო უნარები  და საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული  შედეგები  დავაკავშირეთ  სწავლის მეთოდებთან და კონკრეტულ აქტივობებთან.
                          ΙΙ დღე-19 ივნისი
-დღევანდელ დღეს გავეცანით და გავაანალიზეთ დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებს, ძირითად პედაგოგიურ რეკომენდაციებს, კითხვის სწავლების ძირითად მეთოდებსა და მიდგომებს.
                ΙΙΙ დღე-20 ივნისი
-გავაანალიზეთ  ეფექტიანი აქტივობები  მოსწავლეებში ტექსტის გააზრების მიზნით.
-გავეცანით  წერის მეთოდებს და შევასრულეთ პრაქტიკული  აქტივობები.
-მიმოვიხილეთ  კითხვის პროცესში  არსებული სირთულეები,  დაძლევის გზები.
-გავეცანით  წერის ეტაპებს, მეთოდებს, შევასრულეთ პრაქტიკული  აქტივობები.
                           ΙV დღე-21 ივნისის
- გავაანალიზეთ  უმცროსი სასკლო ასაკის მოსწავლეთა ტიპიური  შეცდომები,  შეფასების ტიპები.
-შევიმუშავეთ  კონკრეტული დავალებებისათვის შეფასების კრიტერიუმები.
-ვივარჯიშეთ  ეფექტიანი კომენტარის შექმნაზე.
-ვიმუშავეთ  ტესტის გააზრებაზე.
                              V დღე-22 ივნისი
- გავეცანით  არგუმენტირებული ესეს დაწერის სპეციფიკას და მისი შეფასების კრიტერიუმებს.
                              VΙ დღე-23 ივნისი
-შევაფასეთ  ესეები.
-შევასრულეთ  და გავაანალიზეთ  სავარჯიშოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში.

ტრენინგი- მათემატიკა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის ( 24-29 ივნისი).
                     Ι დღე-24 ივნისი
-სიმრავლის ცნება. სიმრავლის ელემენტი. ცარიელი სიმრავლე. სასრული  და უსასრულო სიმრავლეები. სიმრავლის მოცემის ხერხები. სიმრავლეთა ტოლობები.
                  ΙΙ დღე-25 ივნისი
-რიცხვითი სიმრავლეები. წრფეზე წერტილის კოორდინატები. რიცხვითი შუალედები. სიმრავლის ქვესიმრავლე. უნივერსალური სიმრავლე.
                 ΙΙΙ დღე-26 ივნისი
-სიმრავლეთა თანაკვეთა და გაერთიანება. სიმრავლეთა სხვაობა. ქვესიმრავლის დამატება.
                           ΙV დღე-27 ივნისი
-მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და სტატისტიკის  ელემენტების ზოგადი დებულებების სწავლება.
                                  V დღე-28 ივნისი
-მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
                              VΙ დღე- 29 ივნისი
-         მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები.
                 
 -  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული   36 საათიანი ტრენინგ-კურსი-პროექტებით სწავლება და  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
                      21.06-16.07.-2014წ.
                           I დღე- 21.06
ვისაუბრეთ სასწავლო პროექტების შესახებ.
                          IIდღე-23.06
გავეცანით და შევისწავლეთ ბუკლეტების დამზადება, შევქმენით ბლოგი,დავწერეთ რეფლექსია.
                          IIIდღე-25.06
გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შედგენას, ვისაუბრეტ მაღალი დონის  სააზროვნო უნარებზე ზოგადად თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.
                         IVდღე-04.07
განვსაზღვრეთ პროექტის დროის ჩარჩო, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა საერთო გეგმის ფარგლებში. დავწერეთ ბლოგზე კომენტარი.
                        Vდღე-07.07
დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე, ვისაუბრეთ საავტორო  უფლებების დაცვაზე, გადმოვწერეთ სურათები და ვებ გვერდის ლინკი მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონში.
                         VIდღე-09.07
დღევანდელ დღეს მოვახდინეთ პრეზენტაციის კორექცია, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, კერძოდ, შევქმენით ელექტრონული გაზეთი. დღის ბოლოს დავდეთ კომენტარი ბლოგზე.
                          VII დღე-11.07
დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ პრეზენტაციების, ბროშურისა და გაზეთის შეფასების შაბლონზე, ქულების მინიჭების,შეფასების რუბრიკის შესახებ. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტის შეფასების ფორმები. ვიმუშავეთ საკუთარი პროექტის მიხედვით კოლაბორაციული და ინდივიდუალური შეფასების შედგენაზე. ამ მოდლში გავეცანი, თუ როგორ გამოვიყენო რუბრიკებში ქულების მინიჭების სქემები და მონიშვნის ფურცლები.
                              VIII დღე-14.04
დღეს საუბარი გვქონდა მოსწავლეთა მხარდაჭერაზე, ანუ დიფერენცირებულ სწავლებაზე. შევავსეთ გეგმის შაბლონის ბოლო ნაწილი და ბლოგზე დავწერეთ კომენტარი.
                                   IX დღე-16.07
დღევანდელ დღეს ჯერ გადავხედეთ საქაღალდეებს, თუ რამე ფაილი გვაკლდა, დავასრულეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.  ბოლოს ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.

კომპიუტერული უნარები: Microsoft Offiice  Word,  Pover Point, Excel, Pizap.com.
                    
                    





Комментариев нет:

Отправить комментарий