1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის ტრენინგი
ტრენინგი მიმდინარეობდა ორ ეტაპად. პირველი ჩატარდა 7-8-13-14-15 ნოემბერს, მეორე 6-7-13-20 თებერვალს.
პირველ დღეს (7 ნოემბერი) გავეცანით ტრენინგის მიზნებს, მისაღწევ შედეგებს, განრიგს, მუშაობის ფორმებსა და წესებს, საორგანიზაციო საკითხებს. ესგ მოთხოვნებს ისტ-ის ტექნოლოგიებში, ისტ-ის როლსა და მიზნებს სასწავლო პროცესში, სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს.გავეცანით მასწაცლებლის ისტ-კომპეტენციის სტანდარტს, მაუსთან და კლავიატურასთან მუშაობის წესებს.
მეორე დღეს (8 ნოემბერი) ვიმუშავეთ ფაილებსა და საქაღალდეებზე, გავეცანით ფაილის ტიპებს. მოვახდინეთ ტექსტის შეტანა და ფორმატირება ტექსტურ რედაქტორში.
მესამე დღეს (13 ნოემბერი) შევისწავლეთ გრაფიკული ობიექტები, ცხრილების ჩასმა და რედაქტირება ტექსტურ რედაქტორში; განვიხილეთ გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი, დავგეგმეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი, დავამზადეთ ელექტრონული სასწავლო რესურსები.
მეოთხე დღეს (14ნოემბერი) გავეცანით ინტერნეტის საგანმანათლებლო რესურსებს, აუდიო და ვიდეო საშუალებებსა და ელექტრონული თამაშების გამოყენებას სასწავლო პროცესში, განვიხილეთ საძიებო სერვისები, მოვიძიეთ ტექსტური და მედია-ელემენტები, მოვახდინეთ მათი გადმოწერა, ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად აუდიო და ვიდეო საშუალებები სასწავლო პროცესში.
მეხუთე დღეს (15ნოემბერი) განვიხილეთ კლასის მართვის ელექტრონული პროგრამა, საკლასო მენეჯმენტის რეკომენდაციები 1;1 ელექტრონული სწვლებისას.
მეექვსე დღე (6 თებერვალი) განვიხილეთ ჯგუფური სწავლება კლასის მართვის პროგრამაში, მოვახდინეთ ელექტრონული ფოსტის რეგისტრაცია , ვიმუშავეთ ელექტრონულ წერილებზე.
მეშვიდე დღეს ( 7 თებერვალი) დავამუშავეთ გრაფიკული რედაქტორი Paint, ეფექტიანი პრეზენტაციის ძირითადი მახასიათებლები. მოვამზადეთ სასწავლო პრეზენტაციები საპრეზენტაციო პროგრამაში, დავამუშავეთ პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი ხერხები და პრინციპები, ვიმუშავეთ Pover Point-ის სასწავლო პროცესში გამოყენებაზე.
მეერვე დღეს ( 13 თებერვალი) დავანუშავეთ ტესტების შედგენის მეთოდიკა, შევადგინეთ ტესტები, მივანიჭეთ ქულები და გავაკეთეთ სტატისტიკა კლასის მართვის პროგრამაში. შევისწავლეთ Google-ის სერვისები,
მეეცხრე დღეს (20 თებერვალი) განვიხილეთ ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობები-ციფრული მეხსიერება, ინფორმაციის საზომი ერთეულები.

Комментариев нет:
Отправить комментарий