გაკვეთილის გეგმა

                          ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
1.      1.გაკვეთილის თემა
მარკ ტვენი ,,მესერი“
2.სწავლების საფეხური და კლასი
 Ι საფეხური ,  ΙΙΙ კლასი
3.ინტეგრირებული საგნები
მასწავლებების სახელი, გვარი
საგნობრივი ჯგუფი
მასწავლებლები
ქართული ენა

ინგლისური ენა

მარინა ნიქაბაძე
ხათუნა მელიქიძე
4.მოსწავლეთა რაოდენობა
25
5.განსაკუთრბული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
-
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
     ქართული ენა
მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტში მოცემული განწყობილების აღქმა, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება, პერსონაჟის დახასიათება, ლიტერატურულ და ფეწერულ ნაწარმოებებს შორის პარალელების გავლება, დამატებითი მასალის მოძიება, შესწავლა სხვადასხვა სტრატეგიებით.
       ინგლისური ენა
მოსწავლემ უნდა შეძლოს გაიგოს ინგლისურ ენაზე მოსმენილი ტექსტის შინაარსი, გადმოსცეს საკუთარი აზრი და დამოკიდებულება ნანახის შესახებ.


7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართული  ΙΙΙ-2
მოსწავლე სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ, ასახელებს წაკითხულ ტექსტში ასახულ ფაქტებს, მარტივი გამოთქმებით აფასებს ნაწარმოებს,ახასიათებს პერსონაჟებს, მათ საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას.
  ქართული ΙΙΙ-4
მოსწავლე დამოუკიდებლად (ხმამაღლა,ჩუმად) კითხულობს და იგებს ტექსტს. საუბრობს პერსონაჟთა ურთიერთ დამოკიდებულებაზე. ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, აკავშირებს სათაურს ტექსტის შინაარსთან. კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს უცხო სიტყვების მნიშვნელობას და განმარტავს მათ.
   ქართული   ΙΙΙ-6
მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
 


8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)






























































































































შეფასება

ქართული ენა
აქტივობა-Ι  (3წთ)
მოსწავლეთა პროვოცირებისა და მოტივაციია ამაღლების  მიზნით მასწავლებელი აჩვენებს კადრებს ფილმიდან ,,ტომ სოიერის თავგდასავალი“.
ინგლისური ენა
         აქტივობა ΙΙ
კითხვა-პასუხი  (3წთ)
იმის გასარკვევად, თუ როგორ აღიქვეს მოსწავლეებმა ნანახი მთლიანობაში, მასწავლებელი სვამს მაპროვოცირებელ კითხვებს:
-ვინ იყო ნაწარმოების ავტორი.
-რა იყო მისი ნამდვილი სახელი და გვარი.
-ვინ იყვნენ ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირები.
-რატომ დაისაჯა ტომი.
                      ქართული ენა
                      აქტივობა 3 (3წთ)
კითხვა-პასუხი
-რა დაავალეს ტომს?
-როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ტომი საქმის მიმართ?
-როგორ ცდილობს ტომი საქმე სხვას გადააბაროს?
-რატომ ვერ დაიხმარა ტომა ჯიმი?
-რატო  მოეჩვენა ტომს სიცოცხლე უაზრობად?
                    აქტივობა -4  (3წთ)
გაკვეთილის გამოკითხვა. დამატებითი კითხვები ბარათებით გრამატიკული მასალიდან.
                      აქტივობა  -5 (3წთ)
        T  სქემის შევსება
კარგი                                      ცუდი
ტომის მოხერხება         ტომის სიზარმაცე,
გამჭრიახობა                                                                                                 ტყუილები,                                                        ამხანაგებს     
                                       ცინცლავს ნივთებს, 
                                       ბიჭების სიბრიყვე.
                 ტომის დახასიათება
მუყაითი                                მონდომებული
ცუღლუტი                           ეშმაკი
ზარმაცი                               გამჭრიახი
მშრომელი                          მატყუარა
გულმოდგინე                   ენამოსწრებული
         პირამიდის აგება
1.ტომი
2. ცუღლუტი, მოხერხებული
3. ზაფხული, სოფელი, მესერი
4. სიზარმაცისაგან საქმისათვის თავის არიდება
5.ტომი იძულებულია მესერი კირით შეათეთროს
6.ტომი გასამრჯელოს ფასად მესერს ბიჭებს აღებინებს
7.დასკვნა:მუშაობა მოვალეობაა,გართობა -რაშიც საფასურს იხდიან.
    
               აქტივობა  - 6 (3წთ)
მიზეზ-შედეგობრივი სქემის შედგენა
მიზეზი-ტომის სიზარმაცე
 შედეგი 1 -ტომი ატყუებს ბიჭებს
 შედეგი 2-მეგობრებს საფასურს ართმევს
შედეგი 3- დიდი  კანონის აღმოჩენა
                   აქტივობა  7  (4წთ)
კითხვა-პასუხი
-ვისთვის იყო მესრის შეღებვა  მოვალეობა და ვისთვის გართობა?
-ტომი რომ შრომისმოყვარე ბიჭი ყოფილიყო, მაშინ თუ შეძლებდა ამ კანონის აღმოჩენას?
-თქვენ როგორ მოიქცეოდით ტომის ადგილზე?
-როგორი ბიჭი ყოფილა ტომი?
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს სინდისის , დაწერილი და დაუწერავი კანონების შესახებ, შეახსენებს ადამიანის, კერძოდ კი მოსწავლეთა უფლებებსა და  მოვალეობებს, წესებს,რომელთა შესრულება ადამიანის შინაგანი მორალიდან გამომდინარეობს, მაგ. ადგილის დათმობა უფროსებისათვის , დახმარების გაწევა სხვისათვის და ა.შ.
-აქვს თუ არა ტომს მისაბაძი თვისება?
საუბარი მოხერხებულობაზე. ისეთი ნაწარმოებების გასენება ,სადაც მსგავს თემაზეა საუბარი(,,ნაცარქექია“,
,,პინოქიოს თავგადასავალი“)
               აქტივობა  8  (3წ)

     სიტყვის ლექსიკური რუკის შედგენა
მუყაითი                                    ბეჯითი
              ვისაც  შრომა უყვარს
მუყაითი                                          ზარმაცი
შრომა
         ტომმა მუყაითად განაგრძო მესრის შეთეთრება
            ეკა მუყაითი გოგონაა
                       აქტივობა  9    (3წთ)
წიგნში მუშაობა
 გამონათქვამების განმარტება
თვალი შეავლო-შეხედა
ტყავს გამაძრობს-მკაცრ საყვედურს მეტყვის
შავ დღეს დამაყრის-სასტიკად დამსჯის
მასხრად აგდება-დაცინვა
ცდუნებას ვეღარ გაუძლო-ვერ მოითმინა
ზედაც არ შეხედა-ყურადღება არ მიაქცია
აზრმა გაუელვა-გაიფიქრა
                აქტივობა  10    (4წთ)
ჯგუფური  მუშაობა
Ι ჯგუფი-ტომი ზარმაცია, რადგან........
ΙΙ ჯგუფი-ჯიმი იმიტომ ვერ დაეხმარა ტომს, რომ................
ΙΙΙ ჯგუფი-ბენმა იმისთვის მისცა ტომს ვაშლი, რომ............
ΙV ჯგუფი-ტომს ნაშუადღევს იმიტომ დაუგროვდა უამრავი რამ, რომ.......
              აქტივობა   11    (3წთ)
               პრეზენტაცია
             აქტივობა   12     (3წთ)
თამაში-ხატვა შეთანხმებით
დასკვნა: თუ შეთანხმებით იმუშავებს, ჟგუფი წარმატებას მიაღწევს.
            აქტივობა - 13 (4წთ)
თამაში-ცხელი სკამი
მოსწავლეები რიგ-რიგობით გამოდიან, ჯდებიან სკამზე და ასრულებენ რომელიმე მოქმედი  პირის როლს, დანარჩენები უსვამენ კითხვებს.
               
აქტივობა 14 (3წთ)
გაკვეთილის შეჯამება, დავალების მიცემა


 ჯგუფები  ფასდებიან სიტყვიერი კომენტარებით (განმავითარებელი შეფასება)


საკლასო მენეჯმენტი
საგანანათლებლო რესურსები
ინფორმაციის წყარო:
-ΙΙΙკლასის ქართული ენის სახელმძღვანელო(ავტორი ვახტანგ როდონაია)
-დივიდი დისკი  ფილმი   ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“.
-მაგნიტური დაფა, მარკერი,ცარცი.
-კომპიუტერი, პროექტორი.
-მარკ ტვენის სურათები.
-,,ტომ სოიერის თავგადასავალი“-ს სხვადასხვა გამოცემა.

ელექტრონული (კომპიუტერული )პროგრამები და რესურსები
1.Open Offise.Org Presentation.
2.Open Offise..Org spreadsheet,gimp.
ვებ -გვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები
1.http://wikipedia,org/
2.http://google.com/



Комментариев нет:

Отправить комментарий